სი ძინპინი - ჩინეთის ტაივანთან გაერთიანებას ვერავინ შეაჩერებს

ჩინეთის ტაივანთან გაერთიანებას ვერავინ შეაჩერებს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

„ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ხალხი ერთ ოჯახს წარმოადგენს. ჩვენს ოჯახურ კავშირებს ვერავინ გაწყვეტს და ეროვნული გაერთიანების ისტორიულ ტენდენციას ვერავინ შეაჩერებს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ამასთან, მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ჩინეთი უფრო პროაქტიურ პოლიტიკას განახორციელებს.

„ამჟამინდელი ეკონომიკური აქტივობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი შრომისმოყვარეობით წარმატებას მივაღწიოთ. როგორც ყოველთვის, ჩვენ ქარსა და წვიმაში ვიზრდებით და რთულ დროში უფრო ძლიერები ვხდებით“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის