გიორგი გახარია - "ქართულმა ოცნებამ" პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს  უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები.

„დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი გამოვლინება იმ ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების, რომელიც გააღვიძა „ქართულმა ოცნებამ". ამისთვის „ქართულ ოცნებას“ მადლობა უნდა ვუთხრათ. გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში „ქართულმა ოცნებამ" ეს მადლობა რომ დაიმსახუროს, პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა. ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და ვის ესმის, რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს