ნიკა მელია - 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება, რომლის ავტორი და მშობელი იქნება ხალხი

საახალწლო სუფრიდან ასობით ათასი ქართველი ქუჩაში რომ გამოვა, ე.ი. რამდენად ძლიერი იდეის გარშემოა ერთობა შემდგარი, როგორ შეიძლება ამ ერთობამ არ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება.

„ისტორიული დღეა, ისტორიული ახალი წელია. ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდებით, ერთ ოჯახად და ჩავიფიქრეთ სურვილები, რომლებიც უბრალოდ კი არ გვსურს, რომ აგვიხდეს, არამედ ამ სურვილის ასრულებისა და შესრულებისთვის სავსე რუსთაველის გამზირი მოქმედებს. ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ თამამად ვთქვათ, 2025 წელი იქნება წელიწადი, როდესაც ახალი ქართული, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფო დაიბადება. ავტორი და მშობელი ამ სახელმწიფოსი იქნება ხალხი.

ძალა არის ხალხში, ამ ენერგიაში, რომელსაც ახლა ვგრძნობთ და ვხედავთ, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია, ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და გაიმარჯვებს ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც იქნებიან წარმომადგენელი ამომრჩევლებისა. ყველამ უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავისა და ხმის ფასი. გილოცავთ ახალ წელს, 2025 იქნება უნიკალური წელიწადი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე