კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე

კონგრესმენი ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის კანდიდატს მოუწოდებს, "სამიზნეში ამოიღონ "აგრესორთა ღერძი", მათ შორის "ქართული ოცნება". ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) წერილის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს.

წერილს თავად უილსონიც ადასტურებს X-ის საკუთარ გვერდზე. თავის წერილში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკლ უოლცს მოუწოდებს "აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენების პრიორიტეტიზაცია მოახდინონ, რათა გამოააშკარავონ და ჩაშალონ ქართული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები, თაღლითური 'ქოლ-ცენტრები', და "ქართული ოცნების" სხვა უკანონო პროექტები". ამასთან, ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე.

“ძვირფასო სენატორო რიბიო და კონგრესმენო უოლც, გილოცავთ წარდგენებს ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე. თქვენი დანიშვნები ღრმა ნდობას ასახავს თქვენი გამოცდილებისა და ერთგულების მიმართ, დაიცვათ ჩვენი ერის უსაფრთხოება და გლობალური ლიდერობა.ვაფასებ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩვენს მუშაობას კავკასიასა და საქართველოზე, და ტრამპის ტრანზიციული გუნდის მუშაობის პერიოდში. ეს ჩართულობები ფასდაუდებელია შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ჩვენი კოლექტიური მუშაობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ეს ზომები გულში ურტყამს საქართველოს დე ფაქტო მთავრობის შეცდომაში შემყვან ნარატივს, რომ პრო-ჩინურ, ირანულ და რუსულ ინტერესებთან მისი დაჯგუფება მიღებული იქნებოდა პრეზიდენტად არჩეული ტრამპის, ან აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციის მმართველობაში. სანქციები მნიშვნელოვნად იღებს სამიზნეში ეკონომიკურ სისტემას, რომელიც რეჟიმს ასაზრდოებს - კორუმპირებული კომპანიების ქსელს, რომელსაც ფული მოაქვს არა მხოლოდ ივანიშვილისთვისა და მისი ოჯახისთვის, არამედ მისი მეგობრებისთვისაც. ამ კორუმპირებული ქსელის ჩაშლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენისთვის. კონგრესი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო დეპარტამენტთან ამ საკითხებზე. როგორც კი ახალ ადმინისტრაციაში თქვენს თანამდებობებს დაიკავებთ, მოგიწოდებთ, მოახდინოთ აშშ-ის სამართალდამცავის მექანიზმების გამოყენების პრიორიტიზება, რათა გამოვააშკარაოთ და ჩავშალოთ ქართული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები, და “ქართული ოცნების” სხვა უკანონო პროექტები. ეს ოპერაციები ასაზრდოებს ივანიშვილის რეჟიმს და საშუალებას აძლევს მის კორუმპირებულ კადრებს, სარგებელი იპოვონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა უკრაინაში რუსეთის აგრესია, რომელსაც ხელს უწყობს ჩინური, ჩრდილოეთ კორეული, და ირანული თანამონაწილეობა. ასევე მოგიწოდებთ გააფართოოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე. შეერთებული შტატების გაბედული ქმედებას, ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინაციაში, შეუძლია ეს ოპერაციები გამოუსადეგარი გახადოს, რაც პირდაპირ ძირს გამოუთხრის ქართული რეჟიმის შესაძლებლობას შეინარჩუნოს ძალაუფლებაზე თავისი არადემოკრატიული ჩაბღაუჭება. ეს კრიტიკული შესაძლებლობაა წინ წავწიოთ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის დაცვისა და მავნე გავლენასთან წინააღმდეგობის ჩვენი საერთო მიზნები. აგრესორთა ღერძი ძალის მნიშვნელოვან გამაძლიერებელს დაკარგავს თუ საქართველო ქართველი ხალხის მმართველობას დაუბრუნდება. მოუთმენლად ველი ორივე თქვენგანთან ახლოს მუშაობას ამ ახალ თანამდებობებზე და მადლობას გიხდით ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის,” - ამბობს უილსონი თავის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე