ნიკა მელია - საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში

ეს პროტესტი არ არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც საგარეო პოლიტიკური კურსის ჩვეულ კალაპოტში მოქცევის პროტესტი არ არის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, ბევრად სხვა მნიშვნელობით დატვირთა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში რუსთაველის გამზირი და არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობა, ათწლეულების საქმე კეთდება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ამერიკული სანქციები აუცილებლად გაგრძელდება და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მოიცავს, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება.

„საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ამ პოლიტიკის ქვეშ ექცევა მთელი „ქართული ოცნების" წარმომადგენლობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. პოლიტიკურ სპექტრს და ძალოვან ელიტას ეს სასანქციო პოლიტიკის გავლენები გაცდება და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში.

ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის მხარდამჭერი სხვადასხვა აქტი არის გამოცემული და ამაზე მუშაობს მთელი დემოკრატიული მსოფლიო.

ამ უწყვეტ პროტესტს ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს. ეს პროტესტი არ არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც საგარეო პოლიტიკური კურსის ჩვეულ კალაპოტში მოქცევის პროტესტი არ არის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, ბევრად სხვა მნიშვნელობით დატვირთა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში რუსთაველის გამზირი და არა მხოლოდ საპროტესტო მოძრაობა, ათწლეულების საქმე კეთდება. სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძვის თითოეული მოქალაქე", - განაცხადა ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსთან".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს