SANA - სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

„ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, - განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ.

მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სირიაში შიდა ფრენები უკვე განახლდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026