ოთარ ზურაბიშვილი - შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წასვლას აშშ-ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება

შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება. პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] წასვლა აშშ-ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

„აუცილებელია, რომ ადამიანები გამოვიდნენ და თავიანთი პროტესტი გამოხატონ. აგრეთვე აუცილებელია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდაც გამოვიდეს, მაგრამ პროტესტი გაუჩერებელია. ყოველდღეა ხალხი რუსთაველის გამზირზე.

შობის პერიოდში დიპლომატიური ცხოვრება შენელებულია, ახლო მომავალში ეს გამოცოცხლდება. პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] წასვლა აშშ-ში და ინაუგურაციაზე დასწრებას, სხვა პროცესებიც მოჰყვება.

რაც გასულ დღეებში ვიხილეთ, ეს ხელისუფლების არალეგიტიმურობის ნიშანია და რაც დრო მიდის ეს არალეგიტიმურობაც მყარდება. ერთი გამოსავალი აქვს ქვეყანას, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება - ჩატარდეს ახალი არჩევნები! ამას უნდა დაველოდოთ და აშშ-ც დაგვეხმარება. ევროპაც, ალბათ, გამოიღვიძებს და ცოტა უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს.

კარგად არ ვიცით, თუ რა ცვლილებები იქნება ამერიკულ მთავრობაში, მაგრამ ნიშნები არის, რომ პროცესი მიდის ჩვენი მიმართულებით - მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი არ აღიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს