პაატა მანჯგალაძე - სანქციები არის და კიდევ იქნება - ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს

ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, უწყვეტ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების ქმედებას, ხალხი ხედავს და მომავალშიც დაინახავს.

"არჩევნების შემდეგ პირველი იყო, რომ დამთრგუნველად მოქმედებდა შედეგი, რომელიც თავხედურად დაიწერეს ქოცებმა. შემდეგ ნელ-ნელა თვალი გავუსწორეთ საფრთხეს, ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა არ მივიღეთ და დავიწყეთ წინააღმდეგობებისა და პროტესტების ორგანიზება ისე, რომ არ ვიცოდით, რამდენი ვიყავით ან რამდენი ხანი ვიქნებოდით, რას გააკეთებდა ევროპა და რა იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ამ ტოტალურ გაყალბებაზე და უსამართლობაზე. ყველა ვგრძნობდით, თუ ამ ტოტალურ უსამართლობას შევეგუებოდით ან/და ჩვენი რეაქცია იქნებოდა სტანდარტული, ანუ გამოვიდოდით რამდენიმე ხანი და მერე დავიშლებოდით, პარტნიორების რეაქციაც იქნებოდა სტანდარტული. ვიცით, ხომ - ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს.

ანუ ერთადერთი სწორი რეაქცია იყო უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტი, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა, ანუ სიცხადე შეიტანა პროტესტის დასაწყისში უცნობ მთავარ მოცემულობებზე:

რამდენი ვართ რეალურად ქუჩაში დგომისთვის მზად? პასუხია: ასობით ათასი.

რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი, ანუ გამარჯვებამდე.

რა იქნება პარტნიორების რეაქცია-არცერთი შემდგარი დემოკრატია არ აღიარებს ქოც-მთავრობას ხელისუფლებად. იქნება სანქციები? - არის და კიდევ იქნება.

ახლა მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს.

გამარჯვების გზა-პროტესტი, არ შეგუება, პროტესტი!", - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს