ლევან მგალობლიშვილი - შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ გალში მომხდარ მძიმე ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს.

„ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის