ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები - ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად

ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის მერიაში, რეპრესიები შეეხო პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს. შეკრებილების განცხადებით, ისინი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს და სხვა მაღალჩინოსნებს მიმართავენ.

„არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ტოტალური რეპრესიები დაუპირისპირა.

რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს.

სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ კი დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.

აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.

მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ მათ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, შპს/ა(ა)იპ-ებისა თუ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.

ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა”, - აღნიშნეს მათ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას