სალომე ზურაბიშვილი 9 იანვარს „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

ხუთშაბათს, 9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს.

„შემოუერთდით „ჰადსონს“ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სპეციალური მიმართვისთვის, რომელსაც კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარი და ექსპერტთა პანელის დისკუსია მოჰყვება“, - ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილისა და ჯო უილსონის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ „ჰადსონის“ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი და „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს