საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები საღამოს ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია შეთანხმება და გააუქმა საღამოს ეთერი, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა დათმობოდა.

ადგილზე შეკრებილები საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.

მათივე თქმით, სამი დღეა ადმინისტრაცია კონტაქტზე არ გამოდის, ზარებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ.

„რამდენიმე დღეა ჩვენი შეთანხმების საპირისპიროდ მენეჯმენტი და მათი წარმომადგენლები, პროდიუსერები არ გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე, არ პასუხობენ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს, არც ტექსტურ შეტყობინებებს. 3 იანვარს უნდა განახლებულიყო საღამოს ეთერი და დრო უნდა დათმობდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ეს დრო, 3 იანვრიდან გადაიდო 6 რიცხვამდე, თუმცა ეს ადამიანები აორთქლდნენ და კონტაქტზე არ გამოდიან. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ არხმა გადაწყვიტა, საზოგადოების ხმა გაწყვიტოს და აღარ დაუთმოს დრო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა