ნიკა მელია - ფორმირდება დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოება და სახელმწიფო - ეს პროტესტი პროტესტზე მეტია

პროტესტში ყველამ ნახა თავისი თავი და მნიშვნელობა და ცდილობენ, რომ საქართველოს უკეთეს მომავალში თავისი წვლილი ჩადონ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოება ყველა მიმართულებით ფორმირდება და პროცესი პროტესტზე მეტია.

„უწყვეტმა აქციებმა ბევრი რამ მოიტანა, სიახლე ყველა მიმართულებით და, ძირითადად, ფორმირდება დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოება და სახელმწიფო. ეს მოიტანა, განსაკუთრებით, ბოლო თვე ნახევარმა და შენდება თანამედროვე ქართული სახელმწიფო ყველას მიერ და შენდება სამარადჟამოდ.

რა თქმა უნდა, მომავალში ამ მონაპოვარს დასჭირდება მოფრთხილება, თუმცა ის, რომ ცალკე აღებული რამდენიმე ჯგუფი არ არის ამ პროცესში ჩართული, არამედ ჩართულობა საყოველთაოა. ყველამ ნახა თავისი თავი და მნიშვნელობა და ცდილობენ, რომ საქართველოს უკეთეს მომავალში თავისი წვლილი ჩადონ და ამისათვის ყოველ დღე გამოდიან - ეს მოიტანა ამ პროტესტმა, რომელიც პროტესტზე მეტია. შობის ღამესაც აქ ხვდებიან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა