ზურაბ ჯაფარიძე - პია კაუმა კარგად ჩაუღრმავდა საქმის არსს და მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ვიზიტი, გაიაზრა, რომ პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა

თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამორთმევა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის გამოყენებული იქნებოდა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის მიერ საკუთარი პროპაგანდისთვის, რათა დახატონ სიტუაცია, თითქოს არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, კაუმამ გაიაზრა, რომ ის პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა და ვიზიტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

„როდესაც საჯარო გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აპირებდა ჩამოსვლას, დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ხდებოდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი რომ იყო ჩამოსული. სრულიად გაუგებარი იყო რა მიზნით ჩამოდიოდა, რა უნდა გაეკეთებინა და მაგას მოჰყვა სოციალურ ქსელში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნეგატიური რეაქცია - ყველა "თაგავდა" ამ ქალბატონს და უწერდა, რომ ეს უბრალოდ ვიზიტი ვიზიტისთვის, თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამორთმევა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის გამოყენებული იქნებოდა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის მიერ საკუთარი პროპაგანდისთვის, რათა დახატონ სიტუაცია, თითქოს ყველაფერი ნორმალიზებულია, თითქოს არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია. ეს იქნებოდა სერიოზული პრობლემა.

კაუმას დღევანდელი "ტვიტიდანაც" ჩანს, რომ კარგად ჩაუღრმავდა საქმის არსს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინა ვიზიტი, გაიაზრა, რომ პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა