მართლმადიდებელი ეკლესია  ქრისტეს შობას ზეიმობს

​საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს უდიდესი სიხარულია - მორწმუნეები მაცხოვრის შობას ზეიმობენ. საქართველოს ყველა ტაძარში სადღესასწაულო მსახურება იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

საშობაო ლიტურგია გაიმართა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონმა, დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო. პატრიარქმა ყურადღება უფლისგან განდგომილი ადამიანის ცოდვაზე - ამპარტავნებასა და ეგოიზმზე გაამახვილა:

„ ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი...მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, - გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას“ - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

„საშობაო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე