ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა

ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ვუმასპინძლე. კაცს, რომლის კამპანიამაც მილიონობით ადამიანი შთააგონა და რომელმაც ოთხ დღეში ფიცი უნდა დადოს. ვენესუელელი ხალხი საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებულისთვის ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს“, - წერს ჯო ბაიდენი.

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია პარასკევს, 10 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა