ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

ტიბეტის მთიან რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დააზარალა, დაშავებულია 62 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს დანგრეული სახლები და სხვა შენობები. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადგილობრივებს სქელ საბნებს ურიგებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე