ალექსანდრე ლუკაშენკო - რატომ იქცევა ვოლოდია ზელენსკი ასე? რაებს ჩმახავს? „ისინი“ მას ბრძანებას აძლევენ - ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბელარუსში მშვიდობა შენარჩუნდეს. ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. არ იქნება მშვიდობა - არაფერი გჭირდება“, - ციტირებს ლუკაშენკოს სააგენტო „ბელტა“.

ამასთან, ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია.

„რატომ იქცევა ვოლოდია ზელენსკი ასე? ჩვენ კარგად ვიყავით მასთან, კარგ ურთიერთობაში. რაებს ჩმახავს? რა აკლია? ისინი მას ბრძანებას აძლევენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩავითრიოთ. თუ ომში ჩაგვითრევენ, რთული ვითარება იქნება. შეიძლება, როგორც სახელმწიფომ, ვერ გავუძლოთ. ამიტომ ყველაფერს მოთმინებით და დაჟინებით ვაკეთებ, როგორც უფალი და ეკლესია გვასწავლის. მოდით, გავაკეთოთ ჩვენი საქმე. დრო ყველაფერს დაალაგებს. დრო ყველას მისცემს შეფასებას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთმინება. დაე, თქვან, რომ აქ დიქტატურა გვაქვს, ან სხვა რამ. მისმინეთ, ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, მომავალი წელი რთული იქნება, მაგრამ შეძლებენ ყველა სირთულისა და გამოწვევის დაძლევას.

„2025 წელი რთული იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენზე და რუსეთზე დაიწყეს ზეწოლა და ყველა მხრიდან დახრჩობა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ