შალვა პაპუაშვილი - პატრიარქის ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის - დასკვნები ყველამ ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ

იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლეს მოწოდებას ყველა გაიაზრებს, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყნის ინტერესები სწორად დააპოზიციონირა და მშვიდობას საფრთხე არ შეუქმნა.

„მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის. გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში. მან ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს ადამიანებს შორის სიყვარულს, რომელიც ადამიანს ღმერთისგან აქვს დანათლებული და მეორე - ყველამ საკუთარ მოყვასზე უნდა იფიქროს. ამპარტავნება, ეგოიზმი, ეს არის ის, რაც ადამიანს უშლის, რომ იფიქროს საერთო სიკეთეზე. იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის ამ ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდა და ჩვენი საზოგადოების ინტერესია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს სამყარო იმყოფება, საქართველო მშვიდად გავატაროთ. ხედავთ, სამი წელია, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან, საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, რომ ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და რაც მთავარია, ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც გამომდინარეობს უსაფრთხოებიდან და მშვიდობიდან.

პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის. ყველამ უნდა წავიკითხოთ და ყველამ დასკვნები ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ. ეს არის მთავარი არსი ეპისტოლესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს