ირაკლი ფავლენიშვილი - მაკრონის განცხადება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობად და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად აღიქვამს

მაკრონის განცხადება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობად და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად აღიქვამს, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, თანმიმდევრული და მყარია ის პოლიტიკა, რომელსაც ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები აკეთებენ ივანიშვილის ბანდის წინააღმდეგ.

“ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის, ემანუელ მაკრონის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო აღიქვამს, როგორც საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობას, რუსეთის ჰიბრიდული ომის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს - ცივილიზებული სამყაროსა და ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ რაც დღეს საქართველოში ხდება, არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ გალაშქრება. შესაბამისად, ძალიან მტკიცე, თანმიმდევრული და მყარია ის პოლიტიკა, რომელსაც ემანუელ მაკრონი და სხვა დასავლეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები აკეთებენ ივანიშვილის ბანდის, როგორც რუსული ძალის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად, ეს იქნება გარანტი ამ სისტემის დემონტაჟის,” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახადა.

„ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის