ჩინეთის პრეზიდენტი - მიწისძვრით დაზარალებულების გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

მიწისძვრით დაზარალებულების გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ტიბეტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ განაცხადა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

„ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს.

მიწისძვრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი