პაატა მანჯგალაძე - დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა?

ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას. შობაც, “ალილოც”, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი დემონსტრანტები გმირები არიან.

„ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას. შობაც, „ალილოც“, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას, ფიქრობ, სწორისა და არასწორის გარკვევა შენი საქმე არ არის და თავს იმით იმშვიდებ - შენ თუ არ ითანამშრომლებდი ბოროტებასთან, სხვა მაინც გააკეთებდა ამას. ასე იწყება ბევრი კარგი მოქალაქის თანაზიარება ბოროტებასთან. სწორედ ეს დილემა აქვს დღეს ბევრ ჩვენს ნაცნობსა და მეგობარს.

დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა?

სწორედ ამიტომ არიან რუსთაველზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი პროტესტანტები ჩვენი დროის გმირები, რადგან მათაც ეშინოდათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ეს შიში დაძლიეს!

გილოცავთ ქრისტეს შობას! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!