მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში, „კრისტალის“ ნავთობპროდუქტების საცავს დაარტყეს, რომელიც სამხედრო აეროდრომს „ენგელსი-2“ საწვავს აწვდის.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო მოქმედებების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.

ცნობისთვის, მანამდე, სარატოვის ოლქში დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა გაავრცელა. გუბერნატორის განცხადებით, დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა