თენგიზ ფხალაძე - თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა და ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, ოკუპანტის გარდა! - თურმე მთელი მსოფლიო „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ!

„ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას.

მმართველი პარტიის განცხადებაზე ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! 2. „დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას დაუმორჩილებიათ ამერიკაც და ევროკავშირიც. თურმე მთელი მსოფლიო მათ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ აი, „ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ! 9,5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით და 25 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ „დიფ სთეით“, გლობალური ომის პარტიით მართული ქვეყნებისა გვმართებს) სულ კუდით ქვა ასროლინეს თურმე მსოფლიოს ამრევებს! 3. როგორც ჩანს, მასონები საბოლოოდ დავამარცხეთ. მათზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი“, - წერს თენგიზ ფხალაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“.

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, „ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, „რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში