ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული - ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს

ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით საამაყოა, როდესაც იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ.

„ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა 3 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს. ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია. მაგრამ, ვფიქრობ, პირიქით საამაყოა, როდესაც შენს იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მხოლოდ მადლიერები ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში