საქართველოში საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა