მიხაილ როთი - მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიულ მთავრობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან - ასევე, რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ

დემოკრატიულმა მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიულ მთავრობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. ასევე რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ”, - წერს როთი.

ცნობისთვის, იუკნევიჩიენე “საერთაშორისო მეგობრები საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, რომელსაც ჯამში 43-მა ამერიკელმა და ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა კანონმდებელმა და მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა