Fox News - რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) სახელდებიან.

Fox News-ის თანახმად, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”, აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი, ივანიშვილის რეჟიმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”.

კანონპროექტის თანახმად, “არცერთ ფედერალურ ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არავითარი ფედერალური დაფინანსება არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა აღიარებულ იქნას ან სხვაგვარად მოხდეს შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებაზე” მინიშნება.

ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ მათ კომენტარისთვის “ქართულ ოცნებას” მიმართეს, თუმცა პარტიამ მათ მოთხოვნას პასუხი არ გასცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი