აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. ისმის შეძახილები: “არა რუსულ რეჟიმს".

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და მოქალაქეები პროტესტს ევროპული მომავლისთვის აგრძელებენ.

“42-ე დღეა აქ ვიმყოფებით, ექიმები ხალხის გვერდით ვართ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, რომ დროულად გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები და დროულად დაინიშნოს ხელახალი სამართლიანი არჩევნები, შეცვლილი ცესკოს ადმინისტრაციით. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის მოლოდინისა, რომ დავიღლებოდით და დავიშლებოდით, ყველა პარტიის აქტივისტების გაერთიანება მოხდა და ჩამოყალიბდა ერთი დიდი პარტია, რასაც ჰქვია ქართველი ხალხი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება იმ გზას, რასაც ევროპული მომავალი ჰქვია", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მზია ქედელიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა