ანა დოლიძე - არჩევნებთან ერთად სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული

დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სამართლიანობის შეგრძნება დააკნინა - განაცხადა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა.

ანა დოლიძის თქმით, არ შეიძლება ვიღაც ჩინოვნიკი წყვეტდეს, დღეს გადავკეტოთ თუ არა რუსთაველი.

‘’დღეს ვაპირებდით რომ გადაგვეკეტა რუსთაველი, პოლიცია მოვიდა და გადაწყვიტეს, რომ დღეს არ გადაგვეტანინებინა. მინდა, გითხრა, რომ ამაშია პრობლემა, ყველა კუთხეში გამოჩნდება, რომ არჩევნებთან ერთად სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული. არ შეიძლება ერთი ვიღაც ჩინოვნიკი, რომელიც გვიყურებს კამერებიდან, შეიძლება, ეს იყოს გომელაური, ანზორ ჩუბინიძე ან თუნდაც ივანიშვილი და წყვეტდეს დღეს გადავკეტოთ თუ არა რუსთაველი. ასე არ შეიძლება. ნორმალურ ქვეყნებში ამაზე არის წესები, არის მითითებული რაოდენობა, შემდგომ შეიძლება ამის გასაჩივრება. მიდიხარ სასამართლოში, არის განხილვები და ა.შ. არაფერი ეს არ გვაქვს. სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული, ეს მარტო რუსთაველს არ ეხება. არ არის ადგილი, სადაც ჩვენ სამართალს მოვიპოვებთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ