პიტერ სიიარტო უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე - გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს ეწინააღმდეგება

გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის მიერ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტას ეხმაურება.

მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აგრესიულად გამოეხმაურა ტრანზიტის შეწყვეტის გამო გაზის ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაციას.

„პატივისცემით უნდა მივაპყროთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების ყურადღება იმას, რომ არის რეალობა, არის უფლებები და მოვალეობები. რეალობა ისაა, რომ ევროკავშირში წევრი ქვეყნები კოლექტიურად და ერთხმად წყვეტენ, მიიღონ თუ არა ახალი წევრები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა "დიახ"“, - აღნიშნა სიიარტომ.

რაც შეეხება უფლებებს, მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს, სად და როგორ ყიდულობს ენერგომატარებლებს, რომელიც მას სჭირდება მუშაობისთვის. გარედან არავის შეუძლია ამაზე გავლენა მოახდინოს. ”არავის აქვს უფლება სხვა ქვეყანას დაუწესოს უფრო ძვირი, ნაკლებად უსაფრთხო ენერგიის წყაროები,” - აღნიშნა სიიარტომ.

ვალდებულებებზე საუბრისას უნგრეთის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ან სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

„ქვეყანა, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ან სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ამიტომ, ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს“, - აღნიშნა სიიარტომ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის