3 ოპოზიციური ძალა - მივმართავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს „საპარლამენტო“ დელეგაციის უფლებამოსილება

3 ოპოზიციური ძალა მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს „საპარლამენტო“ დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებოდა.

ოპოზიციაში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას.

არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან - ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.

ჩვენი მოთხოვნებია:

  1. ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  2. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში.

პატივისცემით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი