გიგი წერეთელი - მძიმე მოსასმენია, რომ „ოცნება“ „კოშმარად“ გადაიქცა, მაგრამ „ქართული ოცნება“ სრულად საპირისპიროა იმისგან, რა მომავალზეც იყო საუბარი სიტყვა “ოცნებაში” - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ ეფექტი მძიმე იქნება

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ დამტკიცდება, მისი ეფექტი „ძალიან მძიმე“ იქნება.

როგორც წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ „დღის ნიუსრუმში“, განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში აშშ-ში საქართველოსთან ურთიერთობებს, თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე, ყველა მოერიდება.

“აშშ-ის პოლიტიკური კონიექტურა ისეთია, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ორპარტიულია. კანონის ავტორები არიან ძალიან ავტორიტეტული ადამიანები და დიდი ალბათობით, ის დამტკიცდება, თუ მანამდე საქართველოში რამე ცვლილება არ მოხდა, რაც არ მგონია, იქიდან გამომდინარე, რა განცხადებაც გუშინ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა “ლიდერშიპმა” გააკეთა. მას [კანონს] ექნება ძალიან მძიმე ეფექტი.

მძიმე მოსასმენია, როდესაც “კოშმარზეა” საუბარი, თუმცა ის გარკვეულ პერიოდში დამკვიდრდა კიდეც პოლიტიკურ ლექსიკონში. ევროპარლამენტშიც ბევრჯერ გაისმა ეს, რომ “ოცნება”, რომელიც აღმატებულია, რეალობაში კოშმარად გადაიქცა. ესაა მათი ხედვა და რეალურადაც, აბსოლუტურად საპირისპიროა იმისგან, რაც იყო ჩადებული სიტყვა “ოცნებაში”, რა დაპირებებიც იყო და რა მომავალზეც იყო საუბარი. საბოლოოდ, „რუსული კანონის“ ინიცირებამ, არჩევნებმა და გამოცხადებამ, რომ გადადეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება, მოიტანა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დიამეტრულად განსხვავებულია ოცნებისგან. ბევრისთვის ეს დაუკავშირდა კოშმარს, რომელსაც არავინ ელოდა. ამ კანონის მიღება, თუნდაც სიტყვა „კოშმარიც“ იყოს ამოღებული, ასევე წარმოუდგენლად ნეგატიური ტალღა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ცუდ სიზმარშიც არ გვინდოდა გვენახა, მაგრამ ვნახეთ. ასე რომ, ეფექტი მძიმე იქნება. ოპერირება დასრულდება, ურთიერთობებს ყველა მოერიდება, ტოქსიკური იქნება, მით უმეტეს, აშშ-ის შიგნით ეს კანონი შეაჩერებს ყველანაირ ურთიერთობის და არ მგონია, შემდეგ ვინმემ, თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე, რაიმე ტიპის პოლიტიკური ან ეკონომიკური ურთიერთობები მოისურვოს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) სახელდებიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები