სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.

ზურაბიშვილმა დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა იმ ტრაგედიას მივუძღვნა ჩემი პირველი სიტყვები და გავუზიარო ოჯახს, მთლიანად გალს, იმ რეგიონს ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში სუფევს, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როცა ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველასთვის, ჩვენთვის, მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 5 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო