სალომე ზურაბიშვილი - ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება - მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის

ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“.

„ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის არ არის სტიპენდია, არამედ ჯილდოა.

„ეს არ არის სტიპენდია, უნდა გაიგოთ რაც არის. ეს არის ჯილდო, მეორე მხრივ, პროექტის დაფინანსება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც მუშაობას დავიწყებთ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია