მამუკა მდინარაძე - როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის

როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ახლა ოპოზიციის რიგითი წარმომადგენელია.

„მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში არ მალავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა. როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ სთეითმა“ ამ ხალხს შეუკვეთა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას სამი პოლიტიკური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის და საპარლამენტო ფრაქციებისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, ეს არის „ქვეყნის მტრობა“.

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი, რომ საქართველო რაც შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და აშშ-სთან ურთიერთობები გართულებული, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს, ამას მტრობა ჰქვია და მეტი არაფერი. ამას ისინი თავისი ნებით არ აკეთებენ, ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები ბოლო პერიოდში გახდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი