ადვოკატი - როცა ერთი ადამიანიც არ გყავს სამართალდამცველების მხრიდან დასჯილი, ეს დუმილი ყველაზე ხმაურიანია და ბევრ კითხვას სცემს პასუხს - ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი და აუცილებლად გავიმარჯვებთ

ანდრო არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი, იმ დაზიანებული და დაზარალებული ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში - ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავების პარალელურად, ერთი ადამიანიც არ არის სამართალდამცველების მხრიდან დასჯილი, „ეს არის დაუცველობის განცდის გაჩენა, შენ არ გაქვს განცდა იმისა, რომ შენი სახელმწიფო დაგიცავს“.

„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ ეს არის დაუცველობის განცდის გაჩენა, შენ არ გაქვს განცდა იმისა, რომ შენი სახელმწიფო დაგიცავს, როდესაც ხედავ, რომ ასეულობით საქმე აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და როდესაც ხედავ, რომ უკანონოდ აკავებენ არაერთ ადამიანს, ამავდროულად ადმინისტრაციული წესით აჯარიმებენ არაერთ ადამიანს, როცა პროცესზეც კი ვერ მიდის ის ადამიანი, იმდენად ნაცემია, იმდენად ცუდად არის, რადგან ვიღაცამ მასზე იძალადა. ხოლო აქეთ კი ერთი ადამიანიც არ გყავს სამართალდამცველების მხრიდან დასჯილი, თუ შეგვიძლია მათ სამართალდამცველები ვუწოდოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს დუმილი არის ყველაზე ხმაურიანი და ბევრ კითხვას სცემს პასუხს ამ შემთხვევაში. ამას შეფასება არ სჭირდება, ამას ხედავს საზოგადოება.

ხშირად ისმის ანდროს სახელი, მუდმივად საუბრობენ ანდროზე, თუმცა ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ დაკავებულს. ანდრო არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი, იმ დაზიანებული და დაზარალებული ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში. ჩვენ ანდროს სახელში ვაერთიანებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იქნება პროცესზე. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

თორნიკე მიგინეიშვილის განმარტებით, სასამართლომ საქმის საგამოძიებო ვადა 5 მარტამდე იმიტომ გაახანგრძლივა, რომ „იმედი აქვთ, შესაძლოა მუხტი დავარდეს გარეთ და ამ ადამიანებს მხარდაჭერა მოაკლეს“.

„მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადადო პროცესი, გაახანგრძლივა ვადა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ მიზნით გაკეთებული, რაც შუამდგომლობაში უწერიათ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ, რადგან მათ ამისათვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. მიზანი ალბათ არის პროცესის გაჭიანურება იმ მიზნით, რომ იმედი აქვთ, რომ შესაძლოა მუხტი დავარდეს გარეთ და ამ ადამიანებს მხარდაჭერა მოაკლდეს, თუმცა არა თუ მოაკლდებათ მხარდაჭერა, არამედ მოემატებათ და პროტესტი უფრო გაიზრდება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს