სალომე ზურაბიშვილი - სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე - ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს

სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციები რეალურად მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და უნდა გაგრძელდეს.

“არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარება საკვანძოა ზეწოლისთვის. სანქციები სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენს მათ მხარეზე, ვინაიდან, ისინი ზეწოლას ახდენენ არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც.

როგორც ყველა მსგავს ავტოკრატიულ რეჟიმში, ისინი უკვე არიან ავტოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმი, ისინი დამოკიდებულები არიან მათ გარშემო ამ პირველ წრეზე - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ და რომლებიც მათ ხელშია. ასე რომ, სანქციები რეალურად მუშაობს ამ მხრივ და ასუსტებს ამ ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს.

ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თქვენ ნამდვილად უნდა დაგვეხმაროთ ახალი არჩევნებისკენ სწრაფვაში და მათ მიღებაში, ვინაიდან, ასეთი ღრმა კრიზისიდან, როგორიც ახლა საქართველოში გვაქვს, ამოსვლის სხვა ცნობილი გზა არ არსებობს. ერთადერთი გზა ახალი არჩევნებითაა.

ახალი არჩევნები ჩატარდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ქვეყნის მაგალითი არ არსებობს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ იქნებოდა ავტოკრატიული, ერთი კაცის, ერთი პარტიის მმართველობაში და დიდხანს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როდესაც ის სრულიად მოწყვეტილია თავის მოსახლეობას, როგორც ვხედავთ. ახლა 42-ე დღეა რაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებშია და დასუსტების ნიშანი არაა ამ პროტესტის, რომელიც მასიურია, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და ყველა თაობასა და საზოგადოების ყველა სეგმენტს სწვდება”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს