ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიას ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ესწრებიან

შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, დაკრძალვას აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, დაკრძალვა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს და ცერემონიას აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრება - ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი.

კარტერის დაკრძალვას ასევე ესწრებიან ვიცე-პრეზიდენტები ელ გორი (ბილ კლინტონის პერიოდში), მაიკ პენსი (ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში) და ჯეიდი ვენსი (ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში), ისევე როგორც უმაღლესი სასამართლოს ორი მოსამართლე, წარმომადგენელთა პალატის ლიდერები რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი და დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისი, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია