აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერის საპასუხოდ, ჰააგის სასამართლოს სანქცირების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გაცემის საპასუხოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტი ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების უმკაცრესად დაგმობას ითხოვს. საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სასამართლოს მიმართ სანქციები დაწესდება „ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გამო“. სანქციები მოიცავს აშშ-ში არსებული ქონების ტრანზაქციების აკრძალვას და ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.

მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტს სენატიც მიიღებს, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა და მათი დაპატიმრების ორდერები გასცა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა