სანდრო კაკულია - დაკავებულების ბედ-იღბლით ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი - არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს

მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი , - ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

სანდრო კაკულია და ასევე, კიდევ სხვა მსახიობები სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან, რომლის მიმართაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს.

სანდრო კაკულიას თქმით, არსებული ვითარების ფონზე, რთულია მსჯელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ მოლოდინების ქონა მგონია, რომ ცოტა ნორმალური არ არის. საქმე გვაქვს ექსპერიმენტების ჩამტარებელ დანაშაულებრივ ჯგუფთან. ექსპერიმენტებში ვგულისხმობ იმას, რომ დარბევების დროს ქიმიური ექსპერიმენტები ატარეს, მერე ცემის და წამების ექსპერიმენტები, “მინივენებიდან” რომ სკამები ამოიღეს, წყლის ჭავლში რაღაც მომწამლავ ნივთიერებებს ურევდნენ, ამიტომ,მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია. მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით,მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან,მაკრონთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთი ადამიანის უკან არის პუტინი, ამიტომ, მოლოდინი, რა უნდა მქონდეს, არ ვიცი”, - განაცხადა სანდრო კაკულიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი