ქეთევან თურაზაშვილი - 35 ლარია „ოცნების“ პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ - ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა

35 ლარი - ეს არის „ოცნების“ პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა, მით უმეტეს, ჩვენი ძალისხმევით არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პენსიონერების ნახევარს საბანკო კრედიტი აქვს.

„კრედიტების პირობებზე და „ლიბერთი ბანკის“ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელზეც, შესაძლოა, ტელეკომპანია „იმედის“ სრული ლოიალობის მოსაპოვებლად სახელმწიფო თვალს ხუჭავს, სხვა დროსაც მისაუბრია, ამიტომ ახლა სხვა კუთხიდან...

პენსიონერები ბანკის ვალებს არც ბინების შესაძენად იღებენ, არც სამოგზაუროდ და არც ბიზნესის წამოწყება/განვითარებისთვის. ეს უკიდურესი გაჭირვების, სიდუხჭირის კრედიტებია. 1500-2000 ლარი, პირველად საჭიროებებზე, ყოველდღიური ხარჯების - წამლების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის, საკვების, გათბობის - დაფარვაზე მიდის, რასაც პენსიები უბრალოდ ვერ სწვდება.

35 ლარი 300-ლარიანი პენსიის პირობებში არსებით დანამატად შეიძლება გასაღდეს - პენსიები 10%-ზე მეტით გაიზარდა. მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედო, 35 ლარი 35 ლარია.

„ოცნებამ“ ზუსტად იცის პენსიონერების მდგომარეობა. პირადად მე, 3 წლის განმავლობაში ,,მილიონჯერ" მისაუბრია ამაზე.. ათობით წერილი გავუგზავნე ეროვნულ ბანკს, და საპარლამენტო ფორმატში პირადად ავუხსენი არსებული მდგომარეობა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს - მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს...

35 ლარი - ეს არის „ოცნების“ პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ არ ისურვა ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება და არჩია business as usual გაეგრძელებინა ირაკლი რუხაძესთან, იმის სანაცვლოდ, რომ მის „იმედს“ ყოველ საღამოს მოხუცებისთვის მოეთხრო საქართველოში პენსიების უპრეცედენტო ზრდის შესახებ“, - აცხადებს თურაზაშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის