თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება? - პატიმრობის 6-9-წლიანი ვადა სასჯელი არაა, ეს დაღუპვაა - სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო

ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება? ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლოს პროცესი იმართება.

თემურ ჭყონიას შეფასებით, რთულია საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დაკავებულებთან მიმართებით.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხშირ შემთხვევაში არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც სამართლებრივად ეკუთვნის და ყოველთვის სუბიექტურია, არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა იყოს. შეიძლება რაღაც ჰუმანურმა გრძნობებმა გაიღვიძოს შემთხვევით, შემთხვევითობაც დასაშვებია და ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ. მე სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ათი წუთის განმავლობაში, რომ 9 წელი მიუსაჯო, რა უნდა უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმე. ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება. ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა. დასჯაზე მეტია 19-20 წლის ბიჭებს რომ 5 წელს უსჯი, ისე რომ არაფერ შუაში არიან. უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს სიტუაცია შექმნა, ვის გამოც ეს პრეცედენტი მოხდა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათი საქმეები

ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა