ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს - ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ სიტუაცია განმუხტოთ - არ მინდა სანქცირებულთა სიაში მოხვდეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები

ბატონო მოსამართლე, თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და ისტორიაში გმირად ჩაეწეროთ, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

მან მოსამართლეს მოუწოდა, ჭიჭინაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ გამოიყენოს, თუმცა, ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი? ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა. თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით სიტუაცია განმუხტოთ.

ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები.

ანდრო ჭიჭინაძის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული. ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შემოგთავაზებთ.

ანდრო არის მსახიობი. სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის",- განაცხადა კოტრიკაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის კიდევ ერთმა ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, არც ერთი მტკიცებულება არ არის, რითიც დასაბუთდება, თუ რატომ უნდა იყოს ის პატიმრობაში. მისივე თქმით, ახლა ანდრო ჭიჭინაძის დასჯა ხდება.

მიგინეიშვილის თქმით, თვეზე მეტია, რაც გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ ცნობილი არაა, თუ ვინ არის საქმეში დაზარალებული.

ამ დროისთვის სასამართლოში პოზიცია კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა დააფიქსირა და მისი 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა