ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდება ამათ - სანქციები ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან საუბარი, როგორც იმსახურებენ

ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს - სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან [ქართულ ოცნებასთან] საუბარი, როგორც იმსახურებენ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.

„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე - ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია