მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, იცით რა ქნა? - როგორც ჩანს, სათადარიგო შტანდარტი - პრეზიდენტის დროშა დაამზადებინა, დაიდგა უკან და იძახის პრეზიდენტი ვარო - მოვიკითხეთ და სასახლიდან არ წაუღია, დატოვებულია

სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უხერხულია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების შეფასება და თანაუგრძნობს ემოციური მდგომარეობის გამო.

სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო. როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი