რევაზ კიკნაძე - 6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა

6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის?, - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.

მისივე თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ჯგუფურობას ან ძალადობას დაადასტურებს.

"აქციაზე ყოველდღე დავდიოდი, ნიღაბი კი არა, პირბადეც არ მკეთებია. რა მიმალვის საფრთხე, ვის დავემალები, პირიქით, ყველამ გაიგოს.

ჯგუფური ძალადობაო - რას ნიშნავს ან ჯგუფური, ან ძალადობა? არცერთში მიმიღია მონაწილეობა. 50 დაკავებულიდან არცერთთან ზარი არ განმიხორციელებია, არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია, არგუმენტის მაგვარიც არაა ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.

საერთოდ არ ვთვლი, რომ გირაო უნდა გადავიხადო, აქეთ ვარ დაზარალებული, მე რატომ უნდა ვიხადო გირაო, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს გადავიხდი. საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი? 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? 6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა", - განაცხადა კიკნაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ