დავით გორგილაძე - დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც აღასრულებს კრიმინალური დაჯგუფების, “ქართული ოცნების” უკანონო ქმედებებს და ადამიანებს მძევლად იყვანს, მალე დაიკავებს კამერაში უკანონო პატიმრების ადგილს

ეს სასამართლო სასამართლო ნამდვილად არ არის, ბოსელად აქციეს პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ - ასე შეაფასა “ინტერპრესნიუსთან” მწერალმა და ტელეწამყვანმა დავით გორგილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აქციაზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე.

დავით გორგილაძის შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი უკანონო პატიმრების ადგილს თავად დაიკავებს.

“ქართული ოცნების” მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს ნამდვილად არ მოველოდი, იმიტომ, რომ საღი აზრის მქონე ადამიანები მათ შორის აღარ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიღებულა და სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს სასამართლო სასამართლო ნამდვილად არ არის, ბოსლად აქციეს პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ. უბრალოდ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აღასრულებს კრიმინალური დაჯგუფების, “ქართული ოცნების” უკანონო ქმედებებს და ადამიანებს მძევლად იყვანს, აწამებს, იჭერს და სახლში უვარდება, კამერაში დაიკავებს ამ უკანონო პატიმრების ადგილს, ძალიან მალე”, - განაცხადა დავით გირგილაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები