მამუკა ხაზარაძე - განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის - "ქართული ოცნება" მათ ტყვეობაში ამყოფებს

განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. "ქართული ოცნება" მათ ტყვეობაში ამყოფებს, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების 11 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. "ქართული ოცნება" მათ ტყვეობაში ამყოფებს.

აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად.

საქართველო ახლა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან კი ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!“, - წერს მამუკა ხაზარაძე X-ზე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში