ეკა ბესელია - სისტემას თავისი სისასტიკის ჩვენება უნდა - საქმეს ვამზადებთ სტრასბურგის სასამართლოსთვის

სისტემას ამ სასამართლოთი და დაკავებულებით თავისი სისასტიკის ჩვენება უნდა. როგორც ჩანს, ეს მისი ერთ-ერთი სავაჭრო თემაა, რადგან, როცა მძევალი აგყავს, რაღაც ულტიმატუმის წარდგენას აპირებ, - ამის შესახებ იურისტმა ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, სისტემა ყველაზე კარგად სწორედ სასამართლოში შიშვლდება, რადგან ყველაფერი საბოლოოდ იქ იყრის თავს.

“ამ სასამართლო პროცესითა და დაკავებულებით რეპრესიულ სისტემას, პირველ რიგში, იმის ჩვენება უნდა, რომ ის არის სასტიკი და ცდილობს, ადამიანები შეაშინოს. აჩვენებენ სისასტიკეს, რომ ამით შეშინდნენ დანარჩენები, უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რომ არ მუშაობს ეს შიში. მეორე ისაა, რომ მძევალი როცა აგყავს, რაღაც ულტიმატუმი გინდა, რომ ვიღაცას წარუდგინო. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი სავაჭრო თემაა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ როცა უკან დაიხევენ, თქვან, გავათავისუფლეთო. აშკარად ეს სურათი იქმნება, სხვა ახსნა არ აქვს.

სისტემა ყველაზე მეტად სასამართლოში შიშვლდება, ყველაფერი საბოლოოდ იქ იყრის თავს. იმიტომ ხდება ამ სასამართლოს მორჩილება, რომ შემდგომში ასეთი პოლიტიკური საქმეები მიიღოს სისტემამ. ეს მოსამართლეები რომ არ ყოფილიყვნენ სისტემის მსახურები, “ქართული ოცნება” ვერაფერს გააკეთებდა. “ოცნებას” რომ გამოაცალოთ ეს პოლიციური ძალა - სპეცრაზმი, სასამართლო, წარმოიდგინეთ, ამის მიღმა ვინ არიან - საერთოდ არავინ! ვერაფერს ვერ გააკეთებენ. სასამართლო არის მთავარი ძალა, რაზეც დგას ეს რეპრესიული სისტემა”, - აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროკურატურის სისუსტის გამო, მას მოუწია ბრალმდებლის ენით საუბარი.

ბესელიას თქმით, აქციების პერიოდში დაკავებულების საქმეზე სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს.

“იცით, რატომ დაკარგა ამ მოსამართლემ კონტროლი? თავიდან უფრო ნეიტრალური პოზა ჰქონდა, დარბაზი გადაცვალა და ა.შ. უცებ გადაწყვიტა, შეიძლება მიუვიდა ეს დავალება. დაცვის მხარე კარგად ჩანდა, ბევრი ადვოკატი იყო, ითხოვდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, პროკურატურა კი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა მათ ფონზე. როგორ ჩანს, მოსამართლეს უთხრეს, რომ მას უნდა აეღო ეს ფუნქცია და მან უცებ დაიწყო ბრალმდებლის ენით საუბარი.

ამის შემდეგ დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იმიტომ, რომ როგორც კი მოსამართლე კარგავს ამ ნეიტრალურობისა და დამოუკიდებლობის იმიჯს, რა თქმა უნდა, მისი აცილება უნდა მოითხოვონ.

ჩვენ ამ საქმეს უკვე ვამზადებთ სტრასბურგის სასამართლოსთვის, გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გაიგზავნოს და იქ ყველა ელემენტი იქნება, რომელიც აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური სასამართლოა. ხვალაც იგივე იქნება დანარჩენი უდანაშაულო დაკავებულების სასამართლოზე. ჩვენ ამ საქმეებს წავიღებთ სტრასბურგის სასამართლოში, რათა სწრაფად მოვახერხოთ საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში